Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

15-კილომეტრიანი წინსვლა მიწისქვეშ - ზელენსკი კუპიანსკთან მიმდინარე ოპერაცია "ველესზე"

უკრაინა
314
Frontnews
15-კილომეტრიანი წინსვლა მიწისქვეშ - ზელენსკი კუპიანსკთან მიმდინარე ოპერაცია "ველესზე"

კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები სპეცოპერაცია "ველესს" ატარებენ, რომლის ფარგლებშიც ასზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს და ათეულობით ტყვედ აიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-2 კორპუსი "ხარტია" ახორციელებს.

"უკვე განადგურებულია ასზე მეტი რუსი ოკუპანტი, ოცდაათზე მეტი კი ტყვედ არის აყვანილი. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოყენებით, წინსვლა 15 კილომეტრზე მეტია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსი ოკუპანტები ადრეც ცდილობდნენ მიწისქვეშა გაზის კომუნიკაციების გამოყენებას უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე წინსვლისა და შეტევაზე გადასვლისთვის.

"უკრაინელმა მეომრებმა წარმატებით მოახდინეს ამ ტაქტიკის ტრანსფორმაცია, მისი მოდერნიზება, გახადეს ის გაცილებით უფრო გააზრებული და ტექნოლოგიური. ვუფრთხილდებით ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს, ზიანს ვაყენებთ ოკუპანტს და ვაღწევთ კონკრეტულ მიზნებს კუპიანსკის მიმართულებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები