ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
15 ნოემბერს ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ავტორი
Frontnews საქართველო
შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ასევე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე - თამარ ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენები იგება.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.
შეზღუდვის დროს, ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
კერძოდ, ავტობუსები - N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები: N472,N 532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას, ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
აგრეთვე, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა




