ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
18-20 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

ავტორი
Frontnews საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა და ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.





