Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

20-23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საზოგადოება
413
Frontnews
20-23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბრის დღის ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, 22 ნოემბერს მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს. მაღალ მთაში ძლიერი თოვის, ქარბუქის და ხილვადობის გაუარესების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე - საშუალო)" - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები