ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
22 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება

ავტორი
Front News საქართველო
22 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება და 2027 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით სეზონის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს.
"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ნადირობის სეზონი




