ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა

ავტორი
Frontnews საქართველო
აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა, რომელიც ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხვალ, 11 ნოემბერს არის დაგეგმილი.
უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები თებერვლის შემდეგ პირველად, დღეს განახლდა.
ევროპის წარმომადგენლები მათში პირდაპირ არ მონაწილეობენ, არამედ კიევთან ცალკე კონსულტაციებს მართავენ.
გარდა ამისა, რუსულ მხარესთან შეხვედრამდე, უკრაინულმა დელეგაციამ კონსულტაციები გამართა აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატოს და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.





