აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 50 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული „მეთადონი“.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




