Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
463
Frontnews
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მამაკაცის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 49 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები