ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა და ნაადრევი მშობიარობის პრევენციის, დღენაკლული ახალშობილების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათი შემდგომი ზრდა-განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ასევე ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება მოინახულა და ადგილზე გაეცნო განყოფილებაში არსებულ სერვისებსა და სამედიცინო მომსახურების პროცესს.
დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად ნოემბერში აღინიშნება. მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან ერთი ნაადრევად, ორსულობის 37-ე კვირამდე იბადება. ნაადრევი დაბადება ახალშობილთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანტენატალური მეთვალყურეობის ხარისხის გაუმჯობესებას, რისკფაქტორების დროულ გამოვლენას, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებასა და შესაბამისი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი, რომელმაც ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების შესახებ ისაუბრა. 2026 წლის ივლისიდან, ცენტრმა მაღალი რისკის ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროგრამა „დედის რძის ბანკი“ აამოქმედა. ამასთან, ცენტრი ახორციელებს ახალშობილთა სკრინინგულ პროგრამებს, მათ შორის: ახალშობილთა მეტაბოლურ სკრინინგს, თანდაყოლილი პათოლოგიების მეორეულ დიაგნოსტიკას, მენჯ-ბარძაყის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეულ დიაგნოსტიკას.
დღენაკლული ახალშობილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მათთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
თაგები:
ნინო ნიჟარაძე




