ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ადვოკატი - გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი სრულად მიაწვდის ინფორმაციას მათ

ავტორი
Frontnews საქართველო
გასაუბრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად, გასაუბრების ფორმატით წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდო. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი სრულად მიაწვდის ინფორმაციას მათ, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დარღვეულია უფლებები და წამების ტოლფასი ქმედებაა ჩადენილი.
"გასაუბრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად, გასაუბრების ფორმატით წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდო. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი სრულად მიაწვდის ინფორმაციას მათ. პროკურატურის მიზანთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, ალბათ, გარკვეული თვალთმაქცური ნაბიჯის გადადგმა უნდოდათ საზოგადოებისთვის რომ დაენახებინათ. ბუნებრივია, ირაკლის მიმართ დარღვეულია უფლებები და წამების ტოლფასი ქმედებაა ჩადენილი, ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, დარღვეული უფლების აღდგენას, რაც ჩვენ ვერ მივიღეთ. ვნახოთ, დაველოდოთ.
საბოლოოდ მაინც ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი თავისივე წერილებში საუბრობდა", - განაცხადა თამაზაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გახსნა. დღევანდელ სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“, "გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




