Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოება
1720
Frontnews
ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს მოულოდნელად გარდაიცვალა.

 

“სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიაშვილი.

 

ქალბატონი ია თითქმის 30 წელია, ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

 

ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი”, – წერს დავით ასათიანი.

 

თაგები:

ადვოკატი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები