Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
60
Frontnews
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა სამი ადამიანი.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქისტაურში მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 35 წლამდე მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.

დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვთ და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები