ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდათ.
პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





