Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

სამართალი
281
Frontnews
ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა. გაძევებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

ელისაშვილს კითხვების დასმა მოწმე ექსპერტისთვის უნდოდა, რომელიც დღეს იკითხება.

ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება წინა რამდენიმე სასამართლოს განმავლობაში არ ჰქონდა და მხოლოდ გუშინ აღედგინა უფლება.

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები