Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ალექსეი არესტოვიჩი – ბერდიანსკში განადგურებულ რუსულ ხომალდ “ორსკს” უკრაინის მოღალატეები მეთაურობდნენ

უკრაინა
524
Frontnews
ალექსეი არესტოვიჩი – ბერდიანსკში განადგურებულ რუსულ ხომალდ “ორსკს” უკრაინის მოღალატეები მეთაურობდნენ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით,  ბერდიანსკში განადგურებულ რუსეთის დიდ სადესანტო ხომალდ „ორსკს“ უკრაინის მოღალატეები მეთაურობდნენ.

 

მისივე თქმით, ბერდიანსკის პორტში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული გემი დააზიანეს.

 

“უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციის თანახმად, ორივე გემს მეთაურობდნენ უკრაინის მოღალატეები, რომლებმაც უღალატეს უკრაინელ ხალხს და 2014 წელს გადავიდნენ რუსეთის მხარეს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

 

მისი თქმით, ყველამ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იმუშავა, უნდა გაიაზროს, რომ შურისძიება მრავალი წლის შემდეგაც წამოეწევათ, რადგან მათ ჩაიდინეს დანაშაული, რომელსაც არ აქვს ამნისტია და ხანდაზმულობის ვადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები