Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ალი ასადოვი – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს

პოლიტიკა
843
Frontnews
ალი ასადოვი – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აზერბაიჯანის დამატებითი ინვესტიციისა და საქართველოს მხრიდან გაწეული ძალისხმევის შედეგად, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რკინიგზა შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

“კასპიის ზღვის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პორტი, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. ამჟამად, წელიწადში, პორტის გადაზიდვის უნარის 15 მლნ-დან 25-მლნ ტონამდე გაზრდის მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოში ფოთისა და ბათუმის პორტები შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ძალიან გვიხარია, რომ დღეს შესაბამისი უწყებების მიერ სატრანსპორტო დერეფნის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება. ეს ყველაფერი კონტინენტთაშორის ტრანზაქციებში აზერბაიჯანისა და საქართველოს როლებს აძლიერებს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო რგოლებს”, – განაცხადა ასადოვმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები