Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

"ამის გამო არ ვნერვიულობ" - ტრამპს რუსეთის მიერ ნატოს ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის არ სჯერა

მსოფლიო
1085
Frontnews
"ამის გამო არ ვნერვიულობ" - ტრამპს რუსეთის მიერ ნატოს ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის არ სჯერა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აბსოლუტურად არ სჯერა ნატოს წევრებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის და აღნიშნა, რომ ამის გამო არ ნერვიულობს.

გამოცემა Axios-თან ინტერვიუში და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთი ალიანსის ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს.

ტრამპის ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გასაფრთხილებლად ჩაფრინდა, რომ რუსეთმა ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ ვითარება არ გაამწვავოს.

თუმცა, ტრამპმა უარყო ეს ინფორმაციები და განაცხადა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს ასეთი გაფრთხილება არ გაუკეთებია.

"ამის გამო საერთოდ არ ვნერვიულობ... არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო პროვოკაციის შესახებ ჰკითხეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები