Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ანა წითლიძე – საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვებს სკოლებში არ შიოდეთ

პოლიტიკა
1429
Frontnews
ანა წითლიძე – საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვებს სკოლებში არ შიოდეთ

“უფასო კვების პროგრამა საჯარო სკოლებში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბავშვებს სკოლებში არ შიოდეთ“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.

 

მისი თქმით,  ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გააცნო UNDP-თან ერთად შემუშავებული სპეციალური პროგრამა.

 

“როდის უნდა გახდნენ ბავშვები პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის და როდის უნდა დაიწყოთ უფასო კვების განხორციელება საჯაროს სკოლებში? ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გააცნო UNDP-თან ერთად შემუშავებული სპეციალური პროგრამა, როგორ უნდა დაიწყოს სწრაფად და ხარისხიანად უფასო კვების პროგრამა სკოლებში. ჯერჯერობით ამ მხრივ პროგრესი არ გვაქვს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები