Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ანა წითლიძე - "ქართული ოცნება" ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს ავკრძალავ, ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს

პოლიტიკა
55
Frontnews
ანა წითლიძე - "ქართული ოცნება" ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს ავკრძალავ, ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რეალურად უნდა გამომდინარეობდეს მისი მიზნებიდან და მისი მოქმედებებიდან. პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამოა ასაკრძალი, მაგრამ შესაძლებლობა რომც ჰქონდეს, მაინც არ აკრძალავდა.

"ჩემი მთავარი კითხვა მათ შორის არსებითი განხილვის დროს, სწორედ ეს იყო: „რას გვედავებიან?“, ითხოვენ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 2003-დან 2012 წლამდე, რეალობა ესაა. რამდენად რელევანტურია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრძალო პოლიტიკური პარტია? პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რეალურად უნდა გამომდინარეობდეს მისი მიზნებიდან და მისი მოქმედებებიდან. როდესაც ჩვენ ვსვამდით კითხვას, რომ სარჩელში „ქართული ოცნება“ გვედავებოდა 2003-დან 2012 წლამდე პერიოდზე, ბუნებრივად გვქონდა ეს კითხვა, რას გვედავებოდა. გუშინ მათი პასუხებიდანაც ვერ გავიგეთ. თუ კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებს გვედავება, ინდივიდუალურს, რა შუაშია დღეს ის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვასთან?

პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი. „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ, ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს. 

2003-დან 2012 წლამდე რამდენი მინისტრი, მინისტრის მოადგილე და თანამდებობის პირი ჰყავდა მაშინდელ ხელისუფლებას? და რამდენი მათგანი იყო პარტიული? მე შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობა არა. თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით? „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს 2012 წლიდან არაერთი განცხადება უკეთებია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები.

რაც შეეხება პარტიულობას, არცერთი მინისტრი 2003-დან 2012 წლამდე არ ყოფილა პარტიული", - განაცხადა ანა წითლიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები