ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ანა წითლიძე - მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, თუ ეგუები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, ე.ი. შენ ეგუები რუსულ ოკუპაციას

ავტორი
Frontnews საქართველო
მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, თუ ეგუები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, ე.ი. შენ ეგუები რუსულ ოკუპაციას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მიხეილ სააკაშვილი არის ის, ვისაც შეუძლია, ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოს.
"მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, თუ ეგუები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, ესე იგი, შენ ეგუები რუსულ ოკუპაციას. ამიტომ, პირველ ოქტომბერს, რიყის ამფითეატრთან შევიკრიბებით ყველა, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიქნებით მშვიდად, კონსტრუქციულად. ჩვენ გვაქვს შესაბამისი უფლება და განვახორციელებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას. შსს თუ "ხუშტურებზე" იქნება, რომ ეს აქცია ჩაგვიშალოს, ამასაც ვნახავთ.
ჩვენი მიზანია, რომ ეს აქცია შედგეს და კიდევ ერთხელ ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მიხეილ სააკაშვილი არის ის, ვისაც შეუძლია, ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პირველ ოქტომბერს, 17:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობა" რიყის პარკში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას გამართავს.
თაგები:
ანა წითლიძე




