Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ანა წითლიძე - საქმე წმინდა წყლის პოლიტიკურია და არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლებრივ პროცესთან

პოლიტიკა
77
Frontnews
ანა წითლიძე - საქმე წმინდა წყლის პოლიტიკურია და არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლებრივ პროცესთან

გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული და გადაწყვეტილება მიღებულია კრემლში. ეს გადაწყვეტილება კრემლს გადმოცემული აქვს რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის და ბიძინა ივანიშვილს კი შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული, დამატებითი მითითებები აქვთ ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ საქმეს.

"გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული და გადაწყვეტილება მიღებულია კრემლში. ეს გადაწყვეტილება კრემლს გადმოცემული აქვს რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის და ბიძინა ივანიშვილს კი შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ, ძალიან ნათლად და მკაფიოდ დავინახავთ იმას, რომ საქმე წმინდა წყლის პოლიტიკურია და არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლებრივ პროცესთან, ეს ჩანდა დღეს ძალიან კარგად იმის გათვალისწინებით, რომ მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციამ დააყენა არაერთი შუამდგომლობა და მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობები სამართლებრივად დასაბუთებული იყო, საკონსტიტუციო სასამართლომ, ოპოზიციის არცერთი ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. 

განსაკუთრებული, დამატებითი მითითებები აქვთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილისგან მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ ამას. ამას ემსახურება პროცესის ყოველდღე ჩანიშვნა. ასევე მეორე შუამდგომლობა აქვთ მიღებული, რომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. მთელი დღე დღეს ოპოზიცია ვაყენებდით შუამდგომლობებს და არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები