Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ანა წითლიძე - თუ ჩავთვლი, რომ ამ საკითხს რაღაც დონეზე მაინც ემუქრება საფრთხე, ცხადია, მე განვიხილავ ჩემი კანდიდატურის დაყენებას

პოლიტიკა
45
Frontnews
ანა წითლიძე - თუ ჩავთვლი, რომ ამ საკითხს რაღაც დონეზე მაინც ემუქრება საფრთხე, ცხადია, მე განვიხილავ ჩემი კანდიდატურის დაყენებას

ვისშიც ვნახავ, რომ მისთვის მთავარი მნიშვნელობა არის სისტემური ცვლილება და არა სახელის და გვარის, მას ექნება მხარდაჭერა და თუ ჩავთვლი, რომ ამ საკითხს რაღაც დონეზე მაინც ემუქრება საფრთხე, ცხადია, მე განვიხილავ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ამას არ აქვს.

"პირველი იქნება პოლიტიკური საბჭო, რომელმაც უნდა დაადგინოს წესი - როგორ უნდა ჩატარდეს ყრილობა და შემდეგ იქნება ყრილობა, რომელმაც უნდა აირჩიოს მმართველობითი ორგანო, რომელიც 6-თვიან გარდამავალ პერიოდში მოამზადებს პარტიას ძირეული რეფორმებისთვის, რომელიც დაანონსებულია პარტიაში.

არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ამას ნამდვილად არ აქვს და არ ექნება. ნებისმიერ ადამიანს, ვისშიც ვნახავ, რომ მისთვის მთავარი მნიშვნელობა არის სისტემური ცვლილება და არა სახელის და გვარის, მას ექნება მხარდაჭერა და თუ ჩავთვლი, რომ ამ საკითხს რაღაც დონეზე მაინც ემუქრება საფრთხე, ცხადია, მე განვიხილავ ჩემი კანდიდატურის დაყენებას", - განაცხადა ანა წითლიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები