Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ანა წითლიძე - ზუსტად იცით, რომ უდანაშაულო დააჭერინეთ, თქვენ იცით, რა არის თქვენი არაკაცური სახელი! თქვენ მაგ სახელით მოგიწევთ ცხოვრება

პოლიტიკა
151
Frontnews
ანა წითლიძე - ზუსტად იცით, რომ უდანაშაულო დააჭერინეთ, თქვენ იცით, რა არის თქვენი არაკაცური სახელი! თქვენ მაგ სახელით მოგიწევთ ცხოვრება

კობა კობალაძე, კობა ლიკლიკაძე, მალხაზ თოფურიას ჩვენების საფუძველზე დააკავეს გიორგი ბარამიძე, მივმართავ სამივეს: თქვენ ზუსტად იცით, რომ უდანაშაულო დააჭერინეთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ამ პირებს არაკაცური სახელით ცხოვრება მოუწევთ.

“კობა კობალაძე, კობა ლიკლიკაძე, მალხაზ თოფურია - ამ ადამიანების ჩვენების საფუძველზე დააკავეს გია ბარამიძე.

მივმართავ სამივეს: თქვენ ხართ არაკაცები! არაქრისტიანები! არაადამიანები! თქვენ ზუსტად იცით, რომ უდანაშაულო დააჭერინეთ! თქვენ არც მამად ვარგიხართ, არც ბაბუად, არც ოჯახის წევრად! მით უმეტეს ქართველად თქვენ არ ვარგიხართ!

თქვენ იცით, რა არის თქვენი არაკაცური სახელი! თქვენ მაგ სახელით მოგიწევთ ცხოვრება!“, - წერს ანა წითლიძე.

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები