Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ანაკლიაში საზღვაო სეზონი გაიხსნა

რეგიონები
46
Frontnews
ანაკლიაში საზღვაო სეზონი გაიხსნა

ანაკლიაში საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სეზონის გახსნის ღონისძიების პირველი დღე ჯგუფ "ურსას" სოლო კონცერტით და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდა.

ადგილზე მოწყობილი იყო საფესტივალო ქალაქი. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა ტურნირები.

ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია, ზუგდიდის მერი დავით კოდუა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ეაწრებოდნენ.

საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები ანაკლიაში დღესაც გრძელდება, საღამოს კი დუეტ "ჯორჯიას” და ლინდა ადამიას კონცერტი დახურავს.

ღონისძიებები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და DMO სამეგრელოს ორგანიზებით გაიმართა.
ანაკლია წელს სხვადასხვა ფესტივალებს უმასპინძლებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები