Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ

სამხედრო
70
Frontnews
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის ერთი დღე სამხედრო თემატიკას დაეთმო.  თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროები  ბანაკს ესტუმრნენ და სტუდენტებს  ქართული ჯარის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თავდაცვის ძალების ისტორიის, სამხედრო სწავლებების, საქართველოს ეროვნული გმირების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ. სამხედრო მოსამსახურეებმა ახალგაზრდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში პირობები და არსებული ბენეფიტები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მოგვიანებით, სტუდენტებმა ბანაკის ტერიტორიაზე გამოფენილი თავდაცვის ძალების ტექნიკა, შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერეს. მათ საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სამხედრო ტექნიკის ტაქტიკურ მონაცემებს და  საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.

ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. ბანაკის როტაციის ფარგლებში ერთი დღე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრას ეთმობა. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის აქტიური დასვენების შესაძლებლობების შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები