ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შსს-ში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
შერჩეული კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://vacancy.hr.gov.ge





