ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ანი ნადარეიშვილი - ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოსამართლეები აფორმებენ ოფიციალურად

ავტორი
Frontnews საქართველო
ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოსამართლეები - ნოტარიუსები აფორმებენ უკვე ოფიციალურად, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოში სხედან მოსამართლის მანტიაში გადაცმული ნოტარიუსები.
"მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, ჩვეულებრივ სანოტარო ბიუროდ არის გადაქცეული ეს შენობა - სასამართლოს შენობა, სადაც სხედან მოსამართლეების მანტიებით სხედან ნოტარიუსები და საქართველოს სახელით გამოაქვთ განაჩენი, სამწუხაროდ, თუმცა ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოსამართლეები - ნოტარიუსები აფორმებენ უკვე ოფიციალურად", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
თაგები:
ანი ნადარეიშვილი




