Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ანრი ოხანაშვილი – მიხეილ სააკაშვილი არის რეციდივისტი

პოლიტიკა
559
Frontnews
ანრი ოხანაშვილი – მიხეილ სააკაშვილი არის რეციდივისტი

პოლიტიკური კრიზისი სადაც არ არსებობს, ალოგიკურია რაიმეს განმუხტვაზე საუბარი, ვინ რა ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას წყვეტს კანონი და სასამართლო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა ადამიანის, ოპონენტის გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

 

“შესაბამისად, მშვიდობიანი აქციის დროს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სრულად იქნება დაცული. მივლენ, ჩაატარებენ, შემდგომ დაემშვიდობებიან ერთმანეთს და დასრულდება. იქ სადაც არ არსებობს პოლიტიკური კრიზისი, ალოგიკურია რაიმეს განმუხტვაზე საუბარი, ვინ რა ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას წყვეტს კანონი და სასამართლო. მიხეილ სააკაშვილი არის რეციდივისტი, ეს სამართლებრივად ასეა. ერთხელ ჩადენილი დანაშაული, რაზეც არის პასუხისგებაში მიცემული, ამის შემდგომ კიდევ ჩაიდინა სავარაუდოდ, ახალი დანაშაული, რაც ეხება საზღვრის უკანონო კვეთას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები