Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს განცხადებით მიმართეს

პოლიტიკა
1060
Frontnews
ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს განცხადებით მიმართეს

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს განცხადებით მიმართეს. 

 

მათ მოთხოვნით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოკვლევა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუ თამაზაშვილისათვის ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობის ტყის 49 წლით სარგებლობაში გადაცემის ფაქტზე. 

 

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ყველა ის მოხელე,  ვინც ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. 

 

“მივმართავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კერძოდ ანტიკორუფციულ სააგენტოს, დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახევარ ჰექტანზე მეტ მიწის ნაკვეთის მითისების ფაქტზე. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი ქვეყანაში კორუფციის არსებობის. ირაკლი ღრიბაშვილი არის კორუმპირებული და მან უნდა დატოვოს თნამდებობა”,  – აცხადებენ ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები