ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
"აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი მტერია" - ანტისაოკუპაციო აქცია თბილისში

ავტორი
Frontnews საქართველო
თბილისში ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გმირთა მემორიალთან მსვლელობით მივიდნენ.
მსვლელობის მონაწილეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
"დღევანდელი დღე არის ხსოვნის დღე და აგრეთვე მეხსიერების დღე. ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, პირველ რიგში, რომლებიც დაიღუპნენ იმისთვის, რომ საქართველომ იცოცხლოს. ამიტომ დღეს მემორიალთან ამ გმირებს პერსონალურად მოვიხსენიებთ. რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი, რუსეთმა დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და არ შეიძლება მტერი ვაქციოთ შუამავლად და არ შეიძლება მასთან დავრჩეთ ერთი ერთზე, სრულიად საპირისპიროს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება", - განაცხადა პლატფორმა "აფხაზთა კრების" ლიდერმა მალხაზ პატარაიამ.
თაგები:
ანტისაოკუპაციო აქცია




