Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ხუთ პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოება
59
Frontnews
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ხუთ პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, ხუთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ სამინისტროსა და მეორე მხრივ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, კოლეჯ „ახალ ტალღას“, კოლეჯ „ფაზისს“, „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯსა“ და კოლეჯ „მერმისს“ შორის შედგა.

„პროფესიული განათლება პრაქტიკული უნარების განვითარებისა და მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის გავზარდოთ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა, განივითარონ პროფესიული უნარები და მაქსიმალურად შეძლონ თვითრეალიზება, რაც მათ დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ძაძამიამ.

თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი პირებისთვის გაიზრდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე წვდომა. სამინისტრო კი უზრუნველყოფს თემატური შეხვედრების ორგანიზებას, არსებული პროგრამებისა და ინიციატივების გაცნობის მიზნით.

შეთანხმება მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხელშეწყობას, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას, რაც დაეხმარება მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერულ განვითარებაში.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, სტუდენტთა დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებასა და საგანმანათლებლო რესურსების ერთობლივ გამოყენებას.

მხარეები თანამშრომლობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებით გააგრძელებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები