Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

საზოგადოება
1612
Frontnews
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ.

 

ისინი კონკრეტული მედიკამენტის საქართველოში შემოტანას და მის დაფინანსებას ითხოვენ.

 

მათი თქმით, დაპირებების მიუხედავად წამალი, რომელიც  საკმაოდ ძვირადღირებულია, ქვეყანაში ამ დრომდე არ არის.

 

მშობლების თქმით, პრობლემა წელიწადზე მეტია აქვთ, ამ პერიოდის განმავლობაში მათ არაერთი აქცია გამართეს, თუმცა უშედეგოდ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები