Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

"არა რუსულ რეჟიმს, დაიცავი უვიზო" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში

პოლიტიკა
921
Frontnews
"არა რუსულ რეჟიმს, დაიცავი უვიზო" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში

თბილისში საპროტესტო მსვლელობა - "არა რუსულ რეჟიმს, დაიცავი უვიზო“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები თსუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან.

მსვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.

საპროტესტო მარშის მონაწილეებმა კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან სკანდირებით - “რუსებო” ჩაიარეს.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, დღევანდელი დღე იმის განაცხადია, რომ გაჩერებას არ აპირებენ.

"დღევანდელი დღე ამის განაცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ! ჩვენ ვიბრძვით უვიზო რეჟიმისთვის! საქართველოს იდენტობის ნაწილია იყოს ამ ევროპული ოჯახის ღირსეული ნაწილი, ამას კი რუსული ოცნება უშლის ხელს. რუსულ ოცნებას ვებრძვით, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და მას დაამხობს ბევრი ხალხი", - განაცხადა ხოშტარიამ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები