Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

არახამია – გაათავისუფლონ სააკაშვილი, შეწყვიტონ რუსეთთან ფრენები და აგრესორის დახმარება, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია ადვილი იქნება

პოლიტიკა
640
Frontnews
არახამია – გაათავისუფლონ სააკაშვილი, შეწყვიტონ რუსეთთან ფრენები და აგრესორის დახმარება, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია ადვილი იქნება

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი დავით არახამია უკრაინასთან და ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

“საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ “ურთიერთობების ნორმალიზების” მოტივით.

 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე, ამის გეგმა არსებობს:

 

გაათავისუფლოს ციხიდან და დააბრუნოს ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.

 

შეწყვიტოს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხი ითხოვს.

 

შეწყვიტოს აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში.

 

მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია ადვილი იქნება“, – განაცხადა არახამიამ.

 

საქართველოს მთავრობამ 11 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნებს შორის მეგობრობის სულისკვეთებას.

 

ამასთან, საქართველოს მთავრობა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ახლა უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას იკავებს და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემას ითხოვს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები