Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს თავისუფლების 18 წლით აღკვეთა მიესაჯა

სამართალი
149
Frontnews
არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს თავისუფლების 18 წლით აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა. ასევე ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ გაუპატიურების ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ (ხუთი ეპიზოდი)) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი იძულება (სამი ეპიზოდი)) წარედგინა. 

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 18 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები