Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

არჩილ გორდულაძე - 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი ელოდება, სამართლიანობა აღდგეს

პოლიტიკა
112
Frontnews
არჩილ გორდულაძე - 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი ელოდება, სამართლიანობა აღდგეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე “რადიო თავისუფლებასთან” აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, დაიცვას კონსტიტუცია და ყველა იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მას არღვევს, შესაბამისი ზომები გაატაროს.

გორდულაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ დაზარალებული ასეულობით ოჯახი 2012 წლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენას ელოდება. მისივე თქმით, სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები.

“პარტიების აკრძალვის შემდეგ, შემდეგი არჩევნები წარმომიდგენია ზუსტად ისევე, როგორც ეს მოხდა ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში და ევროსაბჭოს წევრ სხვა ქვეყნებში, როდესაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ და შესაბამისად, მათი საქმიანობა შეწყდა, სხვა პარტიებმა მიიღეს მონაწილეობა მრავალპარტიულ არჩევნებში და საზოგადოებასაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იმ პარტიისთვის დაეჭირა მხარი, რომელსაც თვლიდა მისი იდეების ყველაზე კარგ გამტარებლად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, რომ სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, რომ დაიცვას კონსტიტუცია და ყველა ის პარტია, რომელიც კონსტიტუციას არღვევს მის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გაატაროს სარჩელის მიმართვის გზით. ზუსტად ამ სამართლიანობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი არის საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებიც”,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები