ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
არჩილ გორდულაძე - ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალია, ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში

ავტორი
Frontnews საქართველო
აგენტს, რა თქმა უნდა, ვერავინ გულწრფელად ვერ დაუჭერს მხარს, გარდა რამდენიმე მოტყუებული ადამიანისა და კიდევ ერთხელ დასტურდება ერთი რამ, ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ჩვენ ვერ გვეყოლებოდა და შესაბამისად არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამ ერთი პარტიის წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალი არის, როგორც ჩვენი ამომრჩევლებისგან და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისგან, ასევე კონსტიტუციური დანაწესებიდან გამომდინარე, რომ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მან განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გასამართი სხდომის მიმდინარეობის პროცედურები და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება იქნება წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის და დეტალურად იქნება განხილული ის, თუ რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედება მიემართება.
"დღეს გაიხსნება სხდომა, სადაც შუამდგომლობებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება - განჩინება გამოცხადდება სასამართლოს მხრიდან. შემდეგ პროცედურის მიხედვით არის მომხსენებელი მოსამართლის მოკლე ინფორმაციის მიწოდება სარჩელთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე მოსარჩელის ახსნა-განმარტება იქნება წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის, სადაც ამდენი ხნის განმავლობაში რომ ითხოვდნენ, რომ ვერ გავიგეთო და ძალიან კარგადაც რომ გაიგეს სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედებები მიემართება, ეს იქნება დეტალურად განხილული და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელის და სხვადასხვა ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთი და იმავე განზრახვით მოქმედებენ და ნაწილ შემთხვევაში დამოუკიდებლად ან ერთად, ყველა ის ქმედება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2021 წლიდან, მაგალითად, გახარიას პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ, არადემოკრატიულ, არასახელმწიფოებრივ ქმედებებს, ესენიც იქნება ხაზგასმული და ამავდროულად, რა თქმა უნდა, შეირაცხება ის ქმედებები, რასაც არ გაემიჯნენ და პირდაპირ კოალიციაში შესვლით დაეთანხმნენ. ერთი არის მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და რეალობა არის მეორე, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც არის თითოეული მათგანი არასახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, როდესაც პარტია არის არასამართლებრივი და ებრძვის სამართლებრივი სახელმწიფოს, პარლამენტის წევრებისა და შესაბამისი სუბიექტების არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც არის, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის მოთხოვნით მიმართონ.
"რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აქ, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის არჩევანს ვერავინ ვერ გააუქმებს, იმიტომ, რომ ამის გარანტია ისევ და ისევ საქართველოს კონსტიტუციაა. რაც შეეხება სხვა ქვეყნების პრაქტიკებს, ეს ადამიანები ამბობენ, რომ მაშინ ნაცისტური ან ფაშისტური პარტიები იტალიაში და გერმანიაში რომ გაუქმდა, მათაც ამომრჩევლები ჰყავდათ, მათაც წევრები ჰყავდათ და ამ ადამიანებს რა, არჩევანის უფლება შეუზღუდეს და წაართვეს? - რა თქმა უნდა, არა. როდესაც პარტია არის არასამართლებრივი და ებრძვის სამართლებრივი სახელმწიფოს, ეროვნულ დემოკრატიის პრინციპებს და ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციას, არა თუ უფლება პარლამენტის წევრებისა, შესაბამისი სუბიექტებისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მათი აკრძალვის მოთხოვნით მიმართონ, არამედ ეს ვალდებულებაც კი არის. რაც შეეხება მხარდამჭერებს, ჩვენ ვნახეთ ჯერ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პირველივე დღეს ცდილობდნენ, რომ აქცია დაეორგანიზებინათ და დაახლოებით 30 ადამიანი შეკრიბეს. ჟურნალისტი და ოპერატორი, დიდი პატივისცემით თქვენდამი, მეტი იყო, ვიდრე თვითონ აქციაში მონაწილე, ვიდრე თვითონ აქციაში მონაწილე პირების რაოდენობა. შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, კარგად აორგანიზეს თავისივე მხარდამჭერები, ხუთივე პარტიამ ერთად - ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთს არ გამიჯვნიან და ვნახეთ კვირას, საღამოს, ისევ რამდენიმე ასეული ადამიანი მართავდა მარშს, როგორიც იყო დაახლოებით სხვა კვირებში. ვხედავთ, რომ საზოგადოებასაც კი მობეზრდა ასეთი გარედან მართული აგენტურის წარმომადგენელი ე.წ. პარტიების პარპაში, რომლებიც დემოკრატიის სახელით ნიღბავენ თავიანთ ექსტრემისტულ მიზანსწრაფულობასაც და ცდილობენ გარე მმართველობის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე




