Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

არსენ გვენეტაძე - თუ სუროგაცია კანონიერად, ლოგიკურად და ადამიანურად იქნება, ვფიქრობ, ყველა მოგებული დარჩება აქედან

საზოგადოება
55
Frontnews
არსენ გვენეტაძე - თუ სუროგაცია კანონიერად, ლოგიკურად და ადამიანურად იქნება, ვფიქრობ, ყველა მოგებული დარჩება აქედან

თუ სუროგაცია კანონიერად, ლოგიკურად და ადამიანურად იქნება, ვფიქრობ, ყველა მოგებული დარჩება აქედან, - ამის შესახებ ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა და ექიმ-რეპროდუქტოლოგმა არსენ გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა წყვილს თანდაყოლილი პათოლოგიები აქვთ და მათი მშობლად გახდომის ერთადერთი საშუალება, სუროგაციაა.

"ჩვენ უამრავი პაციენტი გვყავს და გვყოლიან ისეთებიც, ვისაც პათოლოგიური პრობლემები აქვს, ზოგს თანდაყოლილად. არიან პაციენტები, რომელთაც კიბოს დიაგნოზი დაუდგინდათ და მათ წინასწარ ჩააბარეს თავიანთი გენეტიკური მასალა, ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედი. მერე მკურნალობის ეტაპებზე მოუწია საშვილოსნოს ამოღებაც, შემდეგ განიკურნა, ან კარგ რემისიაშია და სურს გააჩინოს შვილი თავისი გენეტიკური მასალით, ამ დროს მას რჩება ერთადერთი შანსი, რომ მიმართოს სუროგატ დედას, გამოიყენოს სუროგატი დედის შანსი.  

ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა სრულიად ჯანმრთელ ქალს მშობიარობის, ან სხვა გართულების დროს დაუკარგავს საშვილოსნო, ასეთი პაციენტები გვყოლია, მას საკვერცხეები აქვს, გენეტიკური შვილის ყოლა შეუძლია, მაგრამ არ აქვს საშვილოსნო, მსგავსი რამ შესაძლოა, დადგეს საშვილოსნოს გასკდომის დროს, მათთვისაც ერთადერთი გზა მშობლად გახდომის არის სუროგატი დედა. ამიტომ ეს ჩემი თხოვნაა, რომ ადამიანებს, ვისაც ხელეწიფებათ და ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, იქნებ ჩვენი მოქალაქეებისთვის სრულიად კანონიერად, შესაბამისი რეგულაციებით და ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, შეძლონ, დაარეგულირონ სუროგაციის პროცესები და არ აკრძალონ, მით უმეტეს მაშინ, როცა ისინი ისედაც ძალიან ცოტანი არიან. ეს უნდა მოხდეს სრულიად კანონიერად, რეგულაციების დაცვითა და შესაბამისი კონტროლით. 

თითოეულ ადამიანს მშობლად გახდომის ბედნიერების შანსი უნდა მივცეთ. თუ ეს კანონიერად, ადამიანურად, ლოგიკურად იქნება, ვფიქრობ, ყველა მოგებული დარჩება აქედან. ისინიც ხომ ადამიანები არიან. ეს ჩემი, როგორც მოქალაქის თხოვნაა.

ძალიან დიდი სტრესია წყვილისთვის უშვილობა და არა მარტო ქალებისთვის, მამაკაცები ძალიან განიცდიან, როცა მეუღლეს ორი და მეტი შეწყვეტილი ორსულობა აქვს. თითოეულ ადამიანს დედობის, მშობლობის ბედნიერების შანსი უნდა მიეცეს. თუ სუროგაცია კანონიერად, ლოგიკურად და ადამიანურად იქნება, ვფიქრობ, ყველა მოგებული დარჩება აქედან. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. არის შემთხვევები, როცა ასიდან 58 კლინიკური ორსულობა შედგება, მაგრამ სანამ ბავშვი არ გაჩნდება, ეს პროცენტი კიდევ უფრო მცირდება და ამიტომ, ეს არის მათი ერთადერთი შანსი, რომ გახდნენ მშობლები. მიეცეთ მათ ეს ერთადერთი შანსი კარგად რეგულირებადი და ადამიანური ხედვებით და ვფიქრობ, ეს ჩემი მოქალაქეობრივი თხოვნაა", - განაცხადა არსენ გვენეტაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები