Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

აუსტრევიჩუსი – დღეს საქართველოში დაწვეს ევროკავშირის დროშა, ეს არის ძალიან სამწუხარო საქართველოს ყველა მეგობრისთვის

პოლიტიკა
693
Frontnews
აუსტრევიჩუსი – დღეს საქართველოში დაწვეს ევროკავშირის დროშა, ეს არის ძალიან სამწუხარო საქართველოს ყველა მეგობრისთვის

მე მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეებრძოლება ტოტალიტარიზმს და ავტორიტარიზმს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

 

“მინდა დავიწყო მილოცვით. ვულოცავ ქართველ ხალხს, რომლებმაც გამოავლინეს ურყევი ნება და რომლებმაც უარი თქვეს, რომ რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ მიეღოთ. 

 

სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ დადგა და წინააღმდეგობა გაუწია ამ კანონს, რომელიც პირდაპირ შეუთავსებლობაშია ქვეყნის ევროპულ მომავალთან. 

 

მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მან ასევე უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, ყოფილი პრეზიდენტის შესახებ, რომელიც მოწამლეს და პატიმრობაშია.

 

დღეს საქართველოში დაწვეს ევროკავშირის დროშა, ეს არის ძალიან სამწუხარო საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მაგრამ მე მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეებრძოლება ტოტალიტარიზმს და ავტორიტარიზმს”, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები