Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ავთანდილ თალაკვაძე თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა
1049
Frontnews
ავთანდილ თალაკვაძე თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან უშუალოდ განიხილა ის პრობლემები და საკითხები, რომელსაც თხილის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით მოსახლეობა აყენებს.

 

“გვითხარით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობამ უფრო მაღალ ფასებში შეძლოს თხილის რეალიზაცია”, – მიმართა თალაკვაძემ თხილის სექტორის წარმომადგენლებს.

 

ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, მზად არის მაქსიმალურად დაეხმაროს მოსახლეობას და თხილის მწარმოებლებს, რათა ოზურგეთმა მიიღოს უკეთესი, მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი, თანამედროვე გადამამუშავებელი საამქროები და შეფასების სისტემა, რომელიც უფრო მაღალი ფასების დადგენას უზრუნველყოფს – შესაბამისად, გაზრდის შემოსავლებს თანამოქალაქეებისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები