Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ბაიდენი – პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები

მსოფლიო
1117
Frontnews
ბაიდენი – პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამართლებულად მიიჩნევს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას სამხედრო დანაშაულის გამო ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

 

“ვფიქრობ, ეს გამართლებულია”, – განუცხადა ამერიკელმა ლიდერმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

 

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ორდერი “ძალიან ძლიერი არგუმენტია”.

 

”პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები”, – აღნიშნა ბაიდენმა.

 

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 17 მარტს გასცა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები