Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე მიუნხენში უკრაინის სოლიდარობის დღეს გამართულ აქციას დაესწრნენ

პოლიტიკა
1405
Frontnews
ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე მიუნხენში უკრაინის სოლიდარობის დღეს გამართულ აქციას დაესწრნენ

პარტია “დროას” წევრები ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე მიუნხენში უკრაინის სოლიდარობის დღეს გამართულ აქციას დაესწრნენ.

 

აქციაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს პარტია “დროას” დამფუძნებელმა ბათუ ქუთელიამ, National Endowment for Democracy (NED)  პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

მიუნხენის ცენტრში, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, სხვადასხვა ქვეყნის დროშებთან ერთად, საქართველოს დროშაც ფრიალებდა.

 

ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე მიუნხენის უსაფრთხოების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელსაც ათობით ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მეთაურები ესწრებიან, 18 თებერვალს გაემგზავრნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები