Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ბათუმში, სუს-ის შენობასთან “ევროპული საქართველოს” წევრებმა ყურის ფორმის ბანერი მიიტანეს

პოლიტიკა
1174
Frontnews
ბათუმში, სუს-ის შენობასთან “ევროპული საქართველოს” წევრებმა ყურის ფორმის ბანერი მიიტანეს

ბათუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან  “ევროპული საქართველოს” წევრებმა ადამიანის ყურის ფორმის ბანერი მიიტანეს, რომელზეც “ქართული ოცნების” სიმბოლიკა იყო დატანილი.  

 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, ამ აქცია-პერფორმანსით აპროტესტებენ ამ უწყების საქმიანობას, რომელიც  ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის  ნაცვლად მოქალაქეების მოსმენითაა დაკავებული.

 

ბანერის დადგმის უფლებას აქტივისტებს პოლიცია არ აძლევდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

 

ბოლოს კი “ევროპული საქართველოს” წევრების მიერ დატოვებული ბანერი სამართალდამცავებმა დააზიანეს და ნაგვის უნარში ჩააგდეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები