Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ბათუმის მერია ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რეგიონები
124
Frontnews
ბათუმის მერია ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მერია ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხის და ჭაობის დასახლების ნაწილში.

"შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება 17 854 აბონენტს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსახლეობისთვის:
* გთხოვთ, გაზის მიწოდების შეწყვეტისა და აღდგენის პერიოდში დაიცვათ უსაფრთხოების წესები;
* დაკეტილ მდგომარეობაში იქონიეთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ გაზქურების ონკანები და ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა დანადგარები;
* ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა განხორციელდება ეტაპობრივად, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს არსებული ავარიული ხიდის დემონტაჟს, ახალი ხიდის მშენებლობას, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების ქსელის მოწყობას.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები