Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ბათუმის მერია - გონიო-კვარიათში 40-მდე უნებართვო და უსახური ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

რეგიონები
435
Frontnews
ბათუმის მერია - გონიო-კვარიათში 40-მდე უნებართვო და უსახური ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი უსახური და უნებართვო ობიექტებისგან გათავისუფლდა. კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 40-მდე კომერციული ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილების შემდეგ ნაგებობების უმრავლესობა მეპატრონეებმა თავად დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს.

კომერციული ობიექტები ზღვისპირა ზოლში სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებაც შესაბამისი ვადით ჰქონდათ.

სანაპირო ინფრასტრუქტურა ტურისტული სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები