Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

რეგიონები
108
Frontnews
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს.

თამაზ ამაღლობელი განათლებით იურისტია, სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. პროფესიული პრაქტიკა გავლილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საადვოკატო ბიუროში.

აქვს ანტიკორუფციულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ამ დრომდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები