Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

საზოგადოება
41
Frontnews
ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

31 წლის მამაკაცი კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

მედიკოსების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მას დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში აღენიშნება.

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს 22 ივლისს ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ესროლეს. 

თავდამსხმელის ვინაობა უცნობია, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები