ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვა-ტარების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ბათუმში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





