ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ბექა ბასილაია - მომავალში არის თუ არა სივრცე იმისა, რომ რამე შეიცვალოს, დღევანდელი მოცემულობით, ვერაფერს გეტყვით

ავტორი
Frontnews საქართველო
პაატა მანჯგალაძემ ძალიან მკაფიოდ მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა "პოსტი" სოციალურ ქსელში და მთხოვა, რომ საზოგადოებამ დღესაც ამით ისარგებლოს. ამის მიღმა დღეს მე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად, ის იცავდა მურთაზ ზოდელავას ინტერესებსაც, მაგრამ პოზიციის ცვლილების გამო, იძულებული გახდა, მისი დაცვა არ გაეგრძელებინა.
"ბოლო პერიოდი, აგვისტოდან მოყოლებული, კამპანიური სახე მიიღო, როგორც ჩანს, "ოცნების" ინტერესში შედის, რომ იმ ადამიანების ნაწილი, ვინც პოლიტიკური სარჩელით იყვნენ დაკავებული, გათავისუფლდნენ. რა მოტივაცია აქვთ ამის, არ ვიცი. ამის მიღწევის ხერხად არის ეს საპროცესო შეთანხმება, თუ პრეზიდენტისადმი შეწყალების მოთხოვნა. იმ ინფორმაციის გარდა, რაც საჯაროდ გაჟღერდა, ადვოკატები სხვა ინფორმაციას არ ვფლობთ.
მოგეხსენებათ, რომ პაატას და მურთაზს - ორივეს ვიცავდი დღევანდლამდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ მურთაზის ნაწილში არის მიმართული საპროცესო შეთანხმებაზე, უბრალოდ, ინტერესთა კონფლიქტი იქნებოდა და ამიტომ, მურთაზის ნაწილს ჩამოვშორდი. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, პაატამ ძალიან მკაფიოდ მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა "პოსტი" სოციალურ ქსელში და მთხოვა, რომ საზოგადოებამ დღესაც ამით ისარგებლოს. ამის მიღმა დღეს მე ვერაფერს გეტყვით. მომავალში არის თუ არა სივრცე იმისა, რომ რამე შეიცვალოს, გულწრფელად გეუბნებით, დღევანდელი მოცემულობით, ვერაფერს გეტყვით მეტს.
საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას, საპროცესო შეთანხმება იქნება ეს თუ სხვა ტიპის შეთანხმება - შეწყალება თუ სხვა, იღებს ის ადამიანი, ვის თავისუფლებასაც ეხება ეს, შესაბამისად, მე დღეს რაც ვიცი, იმაზე შემიძლია საუბარი, ხვალ და ზეგ რა შეიძლება იყოს, ეს უნდა დააფიქსირონ უშუალოდ მათ, ვის თავისუფლებასაც ეხება საქმე.
რაც შეეხება მურთაზს, აქამდე იყო ერთი პოზიცია, რასაც მთელი პირველი ინსტანცია ვამტკიცებდით, მაგრამ რახან დღეს ეს პოზიცია შეიცვალა, ამავე დროს, ეს ცვლილება ეწინააღმდეგება პაატა მანჯგალაძის დღევანდელ პოზიციას, სადაც ამბობს, რომ არანაირად არ აღიარებს დანაშაულს, რადგან არ ჩაუდენია, ამ ყველაფრის ფონზე, შეუძლებელი იყო, რომ მე გამეგრძელებინა ორივეს დაცვა", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
პროკურატურის განცხადებით, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.
თაგები:
ბექა ბასილაია




