ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ბექა ნემსიწვერიძე - ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით

ავტორი
Front News საქართველო
ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. პროკურატურაში არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაუფორმდება თუ არა ბატონ რომეოს საპროცესო შეთანხმება, - ამის შესახებ რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოშია ჯერ პროცესი ჩანიშნული, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართება.
"ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში დავწერეთ განცხადება და მივმართეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. არანაირი პასუხი არ მიგვიღია - არც უარყოფით, არც დადებითი. დღეის მდგომარეობით, არაფერი არაა შეცვლილი. ჩვენ სააპელაციო სასამართლოში პროცესი 14 სექტემბერს გვექნება და ვნახოთ, მანამდე თუ რაიმე პოზიციას ჩამოაყალიბებს საქართველოს პროკურატურა და რაიმე პირობებს შემოგვთავაზებს, განვიხილავთ. პროკურატურაში არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაუფორმდება თუ არა ბატონ რომეოს საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს, რომელიც 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს, ათი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
თაგები:
ბექა ნემსიწვერიძე




